Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ მამაია ღაღანიძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიმართა ეკონომიკურ მეცნირებათა დოქტორის, ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ მამაია ღაღანიძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო.

ღვაწლმოსილი მეცნიერისა და მრავალი თაობის აღმზრდელი პედაგოგის შესახებ ისაუბრეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა ავთანდილ სილაგაძემ, პროფესორებმა: მირიან ტუხაშვილმა, ნუგზარ პაიჭაძემ, გაიოზ ნადირაშვილმა, ფიქრია წოწკოლაურმა, ემირიტუს პროფესორებმა: ელენე ხარაბაძემ და ქეთევან მარშავამ. ასევე სიტყვით გამოვიდა და შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა პროფესორ მამაია ღაღანიძის შვილიშვილი მამუკა ღაღანიძე.